Monday, November 17, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა
4.რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ გარდნერის ინტელექტის თეორია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებისათვის. რომ ჩვენი პროექტი შედგენილი უნდა იყოს  უნდა იყოს თითოეული ბავშვის ნიჭისა და უნარის გათვალისწინებით.
გავაგრძელეთ ჩვენ პროექტზე მუშაობა. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მასალები, ინტერნეტ რესურსები, ინვენტარი .დაგვრჩა ტრენინგის ორი დღე, რაზეც გული ძალიან მწყდება...

Sunday, November 9, 2014

ტრენინგის მე6 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით, გავიმეორეთ გაჯეტები ,შემდეგ  power point-ში დავამზადეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. საფუძვლიანად გავიმეორეთ სლაიდების აწყობა. სლაიდში დიაგრამის ჩასმა. ვიმუშავე მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე.მოძიებული მასალა შევინახე ჩემ საქაღალდეში. შემდეგ დაზიპული საქაღალდე გავაგზავნე ჩემ ფოსტაზე.

Saturday, November 8, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.. გავიმეორეთ პროექტზე მუშაობისას როგორ ვადგენთ შეფესების გეგმას, დროში გაწერილ შეფასების გეგმას, გავიმეორეთ ჩვენ საქაღალდეში სად რა გვაქვს შენახული.  ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ვინაიდან  ყველაფერი მახსოვდა .
შემდეგ ვისწავლეთ ჩვენ პროექტში გამოყენებული ლიტერატურა სად მივუთითოთ. ვისწავლეთ კომენტარების დადება ერთმანეთის ბლოგებზე. ვისწავლეთ რა არის გაჯეტი და რისთვის  გვჭირდება . ვისწავლე გაჯეტების შექმნა და მათი წყობის შეცვლა.
 ვფიქრობ, ბევრი რამის გამეორება დამჭირდება შემდეგი ტრენინგისთვის. ისე, ძალიან საინტერესოა.

Sunday, November 2, 2014

ტრენინგის მე_4 დღე

1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
5. მუშაობა ბლოგში
 გავიმეორეთ  წინა დღის საკითები : პროექტის გეგმაზე მუშაობა სტანდარტის დადგენა , მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვები.
შეფასების გეგმა- ცხრილს ვავსებთ,  გავეცანით დროში გაწერილ შეფასების  გეგმას.
power point-ში ავაწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
ვფიქრობ ასე თუ ისე ყველაფერს თავი გავართვი, ცოტა გამიჭირდაპროექტის შეფასების გეგმაზე მუშაობა, მაგრამ მერე მივხვდი. მომეწონა ბლოგში მუშაობა, სურათების გადმოწერა, ბლოგის წაშლა აღდგენა, ბლოგის დიზაინის არჩევა და ა.შ.
ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავე.

Saturday, November 1, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასა.ლები. მაგ: სურათის ჩასმა დოკუმენტში.მე-2 საკითხი იყო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთსტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა. დავიწყეთ პროექტის წერა.

Sunday, October 26, 2014

ტრენინგის მე-2 დღე



1. საშინაო დავალება- პროექტების მიმოხილვა
 2. წინა დღის მასალის გამეორება
3.wordis- ინსტრუმენტების გაცნობა გამეორება
4. ბუკლეტის დამზადება
რეფლექსია

ტრენინგის მე-2 დღე დაიწყო პროექტის სათაურების წარდგენით.შემდეგ გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გამეხარდა, რომ ყველაფერი კარგად მახსოვდა. შემდეგ გავიხსენეთ wordi-ს ინსტრუმენტები.გავიმეორეთ ცხრილების აგება ,სურათების გადმოწერა და ცხრილში ჩასმა, ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, რომელიც ხშირად გამოიყენება ჩვენი პროექტების სარეკლამოდ. გავიმეორეთ ბლოგების შექმნა.ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა შენახვის მიზნით.მოკლედ ძალიან მომწონს ეს ტრენინგი.

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის პირველი დღე


ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი:
1.გაცნობა
2.ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა.
3.გზამკვლევის გაცნობა.
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.
5.კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა.
6.პროექტების განხილვა.
7.ბლოგის შექმნა.
8.რეფლექსია.

ტრენინგი დავიწყე ძალიან მონდომებულმა. ტრენერი საუბრობდა გარკვევით. აგვიხსნა ინტელის ძირითადი კურსის მიზნები.აგვიხსნა გზამკვლევის გამოყენების წესები.კარგად შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა. გავეცანი რესურსებს, შევისწავლე მათი შენახვა.ვისწავლე სად უნდა ვნახო პროექტები და შეიძლება ითქვას, კარგად ვისწავლე ბლოგის შექმნა.